GEO ENG

სიახლეები

კახეთის გუბერნატორი ჩინეთის ელჩს შეხვდა

30 იანვარი, 2017

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ძი იანჩის შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველო ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის განვითარება იყო. მხარეებმა ისაუბრეს კახეთსა და ჩინეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მეღვიეობის დარგში განხორციელებულ მრავალმილიონიანი ინვესტიციის მნიშვნელობაზე. გუბერნატორმა ელჩს გააცნო კახეთის ეკონომიკური პოტენციალი, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის და ტურიზმის მიმართულებით. ისაუბრეს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანის და ჩინური ინვესტიციების მოზიდვის შესახებ.
„ ვისაუბრეთ იმ ძირითად ასპექტებზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში და კონკრეტულად კახეთის რგიონში ინვესტიციების მოზიდვას. მივაწოდეთ ინფორაცია კახეთში არსბული პოტენციალის შესახებ , როგორც მეღვინეობის ასევე ტურიზმის მიმართულებით. მათი მხრიდან არის მზაობა და ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მიმზიდველი ქვეყანაა და მზად არიან თანამშრომლობისთვის. ელჩმა აღნიშნა რომ ჩინეთის ტელევიზიიდან ჩამოვლენ ჟურნალისტები, რომლებიც სპეციალურ რეპორტჟს მოამზადებენ კახეთზე, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას “, - განაცხადა გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და ჩინეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia