GEO ENG

სიახლეები

შეხვედრა წნორის მოსახლეობასთან

3 თებერვალი, 2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი წნორში, „ცოდნის კაფეში“, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ პირებს ნარჩენების მართვის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. შეხვერდის ორგანიზიზატორი " Civic Initiative - სამოქალაქო ინიციატივაა " რომელიც სოციალური საწარმოა და აერთიანებს 4 კომპონენტს - წიგნების მაღაზიას; კაფეს; არაფორმალური განათლების ცენტრს და მულტიმედია ბიბლიოთეკას. შეხვედრას კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia