GEO ENG

სიახლეები

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

18 თებერვალი, 2017

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში,გაიმართა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა რწმუნებული-გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს, განიხილეს და მოიწონეს მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ. სავარაუდო ლიმიტების გათვალისწინებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებლად 30 მილიონი ლარის ღირებულების 101 მასშტაბური პროექტი შეირჩა, ძირითადი პრიორიტეტებია საგზაო ინფრასტრუქტურის,საბავშო ბაღების, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება. კახეთის რეგიონის 2017 წლის განახლებული სამოქმედო გეგმა უახლოეს ხანში დასამტკიცებლად საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას წარედგინება. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას, კახეთის რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტების გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia