GEO ENG

სიახლეები

გუბერნატორმა სამხრეთ აფრიკის დელეგაციას უმასპინძლა

9 მარტი, 2017

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი სამხრეთ აფრიკული კომპანიის Global Sports Management & Events Group (GSMEG) ხელმძღვანელს საიმონ კლარკს და სამხრეთ აფრიკა -საქართველოს სავაჭრო პალატის თვმჯდომარეს მარიუს ჰაინსს შეხვდა. შეხვედრის მიზანი სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების განხორციელებას ეხებოდა.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ურთიერთთანამშრომლობა სპორტის სფეროში რაგბით და კალათბურთით დაიწყება. საუბარი შეეხო ასევე სპორტის განვითარების თანამედროვე კონცეფციას და მის განხორციელებას კახეთის რეგიონში.

დელეგაციის წევრებმა ადგილზე დათვალიერეს სპორტული ბაზები. გუბერნატორმა სტუმრებს გააცნო კახეთის ეკონომიკური პოტენციალი, მათ შორის სპორტის და ტურიზმის მიმართულებით.
საუბარი შეეხო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთ კეიპის პროვინცისა და კახეთის რეგიონის დამეგობრების საკითხს , რომელშიც აქტიურადაა ჩართული სამხრეთ აფრიკა -საქართველოს სავაჭრო პალატის თვმჯდომარე მარიუს ჰაინსი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი.

შეხვედრას გუბერნტორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, თელავის მერის პირველი მოადგილე თენგიზ მთავარელიშვილი და კახეთის რეგონალური განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი ესწრებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia