GEO ENG

სიახლეები

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

30 მარტი, 2017

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა , რომელსაც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს და განიხილეს მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2017 წელს კახეთის რეგიონში 23 743 828 მილიონი ლარის ღირებულების 90 მასშტაბური პროექტი განხორციელდება.
► ახმეტის მუნიციპალიტეტში 7 პროექტი განხორციელდება რომლის ღირებულება 2 109 785 ლარია
►გურჯაანის მუნიციპალიტეტში 15 პროექტი განხორციელდება 3 322 136 ლარი.
► დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 11 პროექტი, დაიხარჯება 1 773 213 ლარი
►თემი თელავი 13 პროექტი დაიხარჯება, 2 990 000 ლარი .
► ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 12 პროექტი განხორციელდება საერთო ღირებულება 3 232 965 ლარი.
►საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 7 პროექტი განხორციელდება 2 014 670 ლარია.
► სიღნაღის მუნიციპალიტეტი 9 პროექტი განხორციელდება ღირებულება 2 018 218 ლარი.
►ქალაქი თელავი 6 პროექტი განხორციელდება 4 025 736 ლარი დაიხარჯება.
►ყვარლის მუნიციპალიტეტი 10 პროექტი განხორციელდება საერთო ღირებულება 2 257 105 ლარია
2017 წლის ძირითადი პრიორიტეტები საგზაო ინფრასტრუქტურის,საბავშო ბაღების, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებაა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში ტურისტული ადგილების და საგზაო მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების საკითხები.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას, კახეთის რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტების გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.



სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia