GEO ENG

სიახლეები

ველური ბუნების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება

5 აპრილი, 2017

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი პროექტის - „ველური ბუნების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ - ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა. შეხვედრაზე ველური ბუნების, მათ შორის ნადირობის და თევზჭერის მართვის სამართლებრივ და ინსტიტუციურ მოწყობის საკითხებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს სამართლებრივი ნორმები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს ცხოველთა სამყაროს ობიექტების ექსპლუატაციასა და მასთან დაკავშირებულ ინსტიტუციურ გარემოზე. ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორმა, რეზო ბეჟაშვილმა შეხვედრაზე საქართველოს ველური ბუნების რესურსების პოლიტიკა განიხილა და ფაუნის სახეობათა მდგრადი განვითარებისა და სამონადირეო საქმიანობის პრობლემატიკის მოგვარების გზებზე ისაუბრა. პროექტის ფარგლებში, საუკეთესი ევროპული მოდელების მაგალითების გაანალიზების საფუძველზე, შემუშავდება ველური ბუნების, მათ შორის, სანადირო სექტორის მდგრადი მართვის ოპტიმალური მოწყობის მოდელი საქართველოსათვის. დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებით, სამონადირეო მეურნეობისათვის შეირჩევა საპილოტე ტერიტორია, სადაც განხორციელდება ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაცია ევროპული მეთოდოლოგიის საფუძველზე და მომზადდება მოცემული ტერიტორიის მართვის გეგმა. ჩატარდება მიზნობრივი წვრთნები ველური ბუნების მდგრად მართვასთან დაკავშირებული ინსტიტუციების (როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე), ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და კერძო სექტორის, შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით და მომზადდება შესაბამისი პროგრამა. ველური ფაუნის შენარჩუნებისა და პოპულაციების რიცხოვნობის გაზრდის მიზნით, მოხდება საქართველოს წითელი ნუსხის და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობისათვის შესაბამისი გასამრავლებელი ინფრასტრუქტურის (ინკუბატორები, საწიწილეები, ვოლიერები) შეძენა და შერჩეული სახეობების (ხოხობი, გნოლი, კაკაბი და სხვ.) გამრავლების ხელშეწყობა. ასევე, გამოზრდილი სახეობების გაშვება ბუნებაში და არსებული სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიაზე მათი სამონადირეო პოტენციალის გაზრდის მიზნით. კონფერენციას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia