GEO ENG

სიახლეები

გამწვანების აქცია პანკისის ხეობაში

3 მაისი, 2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობაში ჩავიდნენ , სადაც სოფელ დუისში, ხეობის ახლაგაზრდებს შეხვდნენ. პანკისელი ახალგაზრდები ექსპრესლაბორატორიის სამუშაო პროცესაც გაეცნენ. სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე ჩაატარეს ჰაერის დაბინძურების კვლევები, ელ. მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის გაზომვები. მიღებული შედეგების მიხედვით სპეციალისტებმა ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობა განსაზღვრეს. დღესვე, სოფელ დუისში გამვწანების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. აქციის ფარგლებში, 300 -მდე წიწვოვანი (შავი ფიჭვი) და ფოთლოვანი სახეობის ნერგები დაირგო.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia