GEO ENG

სიახლეები

თელავში საცურაო აუზი გაიხსნა

8 მაისი, 2017

თელავში (ვარდოშვილის 5/ა), კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მშენებარე მრავანფუნქციურ სპორტულ კომპლექსს ესტუმრნენ, სადაც უკვე დაიწყო მუშაობა ორმა საცურო აუზმა, უახლოეს პერიოდში კი დამატებით ორი აუზის მშენებლობა დასრულდება. ახალი კომპლექსი დაათვალიერა საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ.
თელავში სპორტული კომპლექსი კერძო ინვესტიციით შენდება. ამ ეტაპზე მუშაობს ორი მცირე ზომის აუზი (სიგრძე16; სიგანე 8 მეტრი), კეთილმოეწყო გასახდელები, საშხაპეები, სპორტ-კაფე და უკვე ფუნქციონირებს ორი ფიტნეს დარბაზი.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia