GEO ENG

სიახლეები

პოლონეთის დელეგაცია კახეთში

25 სექტემბერი, 2015

კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ზურაბ არსენიშვილმა პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის წევრები საქართველოში შშმ პირთათვის განხორციელებულ პროექტებს ეცნობიან. პროექტი - ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების სისტემის იურიდიული, ფინანსური და ადმინისტრაციული საფუძვლების შექმნა” 2012 წლიდან ხორციელდება და ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდება.
 შეხვედრაზე მხარეებმა შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებსა და გამოწვევებზე გამოცდილება გაცვალეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ პოლონეთში და ადგილზე გაეცნენ მათ გამოცდილებას, როგორიცაა : შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა , სხვადასხვა სერვისები , ინკლუზიური განათლება და სხვა აქტუალურ გამოწვევები.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ისეთ ინიციატივებს, რაზეც ამჟამად უკვე მიმდინარეობს მუშაობა: შშმ პირთა დასაქმება და პროფესიული გადამზადება, საზოგადოებრივი შენობების ადაპტირება და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების და თავშესაფრების მოწყობა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia