GEO ENG

სიახლეები

მინისტრი და გუბერნატორი ატმის სეზონის მიმდინარეობას გაეცნენ

30 ივნისი, 2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სახელმწიფო რწმუნებულთან კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილთან და გურჯაანის მაჟორტიტა დეპუტატ დავით სონღულაშვილთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელ კომპანიებს, ექსპორტიორებს და ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე ატმის სეზონთან აქტიურ ფაზაში შესვლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
აღინიშნა რომ ყველა წინაპირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ წელს ატმის მოსავლის
აღებამ და დაბინავებამ ორგანიზებულად ჩაიაროს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებულნი, რათა შეუფერხებლად და ორგანიზებულად მოხდეს ატმის მოსავლის დაბინავება. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. ივლისიდან რეგიონში ამოქმედდება , სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმო, რომელიც ყველა სახის, როგორც სასურსათო, ისე სამრეწველო ატამს ჩაიბარებს, რაც გლეხს პროდუქციის რეალიზაციას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გამარტივებულია საექსპორტო პროცედურები. ვფიქრობთ ატმის სეზონი შეფერხების გარეშე, წარმატებით ჩაივლის “-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გამარტივებულია საექსპორტო პროცედურებიც.
სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გასცემენ ფიტოსანიტარიულ და წარმოშობის სერტიფიკატებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გადამამუშავებელმა კომპანიებმა და ექსპორტიორებმა გამოთქვეს მზადყოფნა ატმის მოსავლის მიღებასთა ნდაკავშირებით.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia