GEO ENG

სიახლეები

თელავის რეგიონული ინოვაციების ჰაბი

17 ოქტომბერი, 2017

      საქართველოს  ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტი  

                                თელავის რეგიონული ინოვაციების ჰაბი

 ქვეპროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2017 წლის 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქ. თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  (მისამართი: ქ. თელავი, ვაჟა ფშაველას ქუჩა # 3), გაიმართება, „თელავის რეგიონული ინოვაციების ჰაბის“ მოწყობის ქვეპროექტის, და ამ ქვეპროექტისთვის მომზადებული, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვეპროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს  ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ქ. თელავში ინოვაციების ჰაბის მოწყობას.

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის ნაბეჭდი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მისამართებზე:

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ოფისი -  ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა #7;

საკონტაქტო პირი - ნინო პატარაშვილი, გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 92, ელ-ფოსტა npatarashvili@gita.gov.ge

  • ქ. თელავის მერიის შენობა - ქ. თელავი, ერეკლე II-ს ქ. № 16

საკონტაქტო პირი  - გიორგი ენუქიძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი  ;მობ.: 599 93 32 13, ელ-ფოსტა: georgeenukidze@gmail.com

შენიშვნების და კომენტარების ელექტრონული სახით წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: esmf@gita.gov.ge

ქვეპროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის სანახვად გადადით შემდეგ ბმულზე:

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia