GEO ENG

სიახლეები

ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში

23 თებერვალი, 2018

2018 წლის 23 თებერვალს ქ. თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში საქართველოს ეროვნული გვარდიის 20-ე კადრირებული ბრიგადის 41 სამხედრო მოსამსახურის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს: კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა - ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა - პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა. ფიცის დადების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მაღალხარისხიანად ჩატარებისთვის ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, მე-20 კადრირებული ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის - ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი გელაშვილის სახელით მადლობა გამოეცხადათ. კურსდამთავრებულები საქართველოს ეროვნული გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელმა დალოცა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia