GEO ENG

სიახლეები

სოციალური პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში

6 მარტი, 2018

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობა უკვე მრავალი წელია გრძელდება და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ ხნის მანძილზე. არსებული თანამშრომლობის შედეგად, დღეს განხორციელდა მორიგი სოციალური პროექტი კახეთში. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე - ირაკლი შიოშვილი დედის დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან -არჩილ ხანდამაშვილთან და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს ეწვია. მრავალშვილიან ოჯახებს წითელი ჯვარის საზოგადეობის მხარდაჭერით საჩუქრად გადაეცათ მაღაზიათა ქსელი -„LC WAIKIKI“ -ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, ხოლო მარტოხელა დედებს, რომელთაც 15 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები ჰყავთ, საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები და სამომხმარებლო პროდუქტები დაურიგდათ.
აღნიშნული სოციალური პროექტი უახლოეს მომავალში განხორციელდება კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia