GEO ENG

სიახლეები

ა(ა)იპ „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“- ს ახალი ოფისის პრეზენტაცია

13 მარტი, 2018

2018 წლის 12მარტს, ქ. თელავში ა(ა)იპ „კახეთის რეგიონული განვითარების  სააგენტო“- ს ახალი ოფისის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა - გიორგი ჩოგოვაძემ და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მოწვეულ სტუმრებს 2018 წლის  სამუშაო გეგმა გააცნეს. ღონისძიებას კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების, ტურისტული კომპანიების, სასტუმრო და კვების ობიექტების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ მუშაობას კახეთის რეგიონის პირველი DMO-ს (დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის) ჩამოყალიბებაზე. აღნიშნული ორგანიზაცია ა(ა)იპ  „კახეთის რეგიონული განვითარების  სააგენტოს“ ბაზაზე შეიქმნება.

პროექტის მიზანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც კახეთის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო დონეზე მეტ წარმოჩენას შეუწყობს ხელს, პროექტის ფარგლებში მოხდება: პრესტურების გამართვა, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა და სხვა აქტივობები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას, სერვისის ხარისხის ამაღლებასა და ტურისტული სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას.

 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia