GEO ENG

სიახლეები

''ფერმერ ქალთა კლუბის'' დასკვნითი კონფერენცია

13 აპრილი, 2018

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი 12 აპრილს, თელავის ისტორიულ მუზეუმში „ფერმერ ქალთა კლუბის“ დასკვნით კონფერენციას დაესწრო.

პროექტი - „მეწარმე ქალთა უნარების განვითარების ხელშეწყობა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი“-ს რეგიონული ჰაბის მიერ და „მშვიდობის კორპუსის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონის მასშტაბით 30 მეწარმე ქალმა ორთვიანი ინტენსიურ სატრენინგო პროგრამა გაიარა - ბიზნესის დაგეგმარების, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებისა და გაყიდვების მიმართულებით.

ღონისძიებაზე მხარის გუბერნატორმა სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს. მან მადლობა გადაუხადა „მედია ცენტრი კახეთი“ -ს ხელმძღვანელს - მაია მამულაშვილს, „მშვიდობის კორპუსი“-ს მოხალისე ქალბატონებს - სარა დიჩის და დორა კეიჰელის, პროგრამის მონაწილე ფერმერ ქალბატონებს კი წარმატებები უსურვა სამეწარმეო საქმიანობაში.

„ ქალის როლი ყოველთვის გამორჩეული იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების განვითარებისთვის. დღეს, ეკონომიკის სფეროში არსებული ახალი გამოწვევები მოითხოვს შესაბამისი უნარებისა და გამოცდილების მქონე მეწარმეებს, სწორედ ამიტომ, ნამდვილად მისასალმებელია მსგავსი პროექტების, პროგრამებისა და ტრეინინგ-მოდულების დანერგვა, რათა მეწარმე მომზადებული შეხვდეს ამ გამოწვევებს. ის ტრეინინგ-კურსი, რომელიც კახეთის რეგიონის ფერმერმა ქალბატონებმა გაიარეს და ის გამოცდილება, რაც მათ მიიღეს პროექტის ფარგლებში, მომავალში გახდება გადამდები სხვა დაინტერესებული პირებისთვის“ - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა მისასალმებელ სიტყვაში.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia