GEO ENG

სიახლეები

26 მაისი კახეთში - 2018

26 მაისი, 2018

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა კახეთის რეგიონში.

კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა 26 მაისი.

ქ. ახმეტაში ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი და სპორტის სხვადასხვა სახეობებში ტურნირი გაიმართა.

ქ. გურჯაანში, დიდების მემორიალზე ხალხური რეწვის ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა ასევე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისგამოფენა - გაყიდვა გაიმართა. 26 მაისი გურჯაანში საზეიმო კონცერტით აღინიშნა.

ქ. დედოფლისწყაროში 26 მაისი ტრადიციული „პურის, ღვინისა და ფოლკლორის ფესტივალი“-თ აღინიშნა. ასევე ჩატარდა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისიძიებები.

ქ. თელავში, წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. მოეწყო ქართული ღვინის გამოფენა, ცენტრალურ მოედანზე განთავსდა თემატური ინსტალაციები და ფოტოზონები. მოეწყობა ღვინის მუზეუმი,სადაც მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეთვალიერებინათ ღვინის ძველი ეტიკეტები და ბოთლები. ტერიტორიაზე თეატრალიზებულად, პატარა მიზანსცენებით წარმოდგენილი იყო ქართული სოფელი. პატარებისთვის მოეწყო საბავშვო გასართობი ქალაქი, პარალელურად მიმდინარეობდა დღის კონცერტი, სადაც მრავალფეროვანი პროგრამით ქ. თელავთან დამეგობრებული ქალაქების: ანიკშჩაისა (ლიტვის რესპუბლიკა) და გლუბოკოეს (ბელარუსის რესპუბლიკა) ფოლკლორული ანსამბლები და თელავის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.17:10 საათის - ისტორიული მომენტის აღსანიშნავად ცაში გაეშვა ფერადი ბუშტები და თელავის ქალთა კამერული გუნდის მიერ საქართველოს ჰიმნი შესრულდა. ღონისძიება გალა-კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დაგვირგინდა.

ქ. ლაგოდეხში, ცენტრალურ სკვერში, მოლბერტებზე თემატური სურათების გამოფენა, საბავშვო თეატრალური წარმოდგენა და დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართა.

ქ. საგარეჯოში, 26 მაისი სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.

ქ. სიღნაღში, თეატრში პატარებისთვის საბავშვო ზღაპრები, ხოლო მოზრდილებისთვის ღია ცის ქვეშ ქართული ჭიდაობა და დასკვნითი გალა-კონცერტი იქნა წარმოდგენილი.

ქ. ყვარელში, ილიას ტბაზე, ადგილობრივი მხატვრების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა, აქვე მოეწყო ქართული წარმოების პროდუქციის კუთხე, ღვინის დეგუსტაცია, სპორტული ღონისძიებების შემდეგ ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით დღის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

 

 

  

 

 

 

  

 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia