A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known

Filename: libraries/weather.php

Line Number: 212

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(http://weather.any.ge/api.php?ids=10): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known

Filename: libraries/weather.php

Line Number: 212

სიახლეები » კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
GEO ENG

სიახლეები

პანკისის ხეობაში ახალი ამბულატორია გაიხსნა

22 სექტემბერი, 2018

დღეს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ახალი ამბულატორია გაიხსნა. ამბულატორია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ და ახმეტა-თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა გახსნეს. ახალგახსნილი ამბულატორია პანკისის ხეობის სოფლების მცხოვრებლებს პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ამბულატორიაში დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ამბულატორია აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით. 

დღეს, 22 სექტემბერს, დაგეგმილი იყო სახალხო დღესასწაული - „პანკისობა -2018“-ის აღნიშვნა. სოფელ დუისში, დაბალ გორაზე მოეწყო შემეცნებითი, საგანმანთლებლო ხასიათის გამოფენა, საინფორმაციო კუთხეები და გასართობი სივრცე ბავშვებისთვის. შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით „პანკისობა -2018“ აღარ ჩატარდა. სახალხო დღესასწაული „პანკისობა“ პანკისის ხეობის მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით ყოველწლიურად აღინიშნება და ამ დღესასწაულის აღნიშვნას ტრადიციული ხასიათი აქვს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia