GEO ENG

სიახლეები

განზრახულებათა წერილის ხელმოწერის ცერემონია

15 ოქტომბერი, 2018

13 ოქტომბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კახეთის რეგიონსა და ლა რიოხას ავტონომიურ ოლქს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. კახეთის რეგიონსა და ლა რიოხას ავტონომიურ ოლქს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილს ხელი მოაწერეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა - ირაკლი ქადაგიშვილმა და ლა რიოხას ოლქის მრჩეველმა ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების საკითხებში - ლეონორ გონსალეს მენორკამ. განზრახულებათა წერილის საფუძველზე, შეიქმნება ორივე მხარის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანაც იქნება საერთო ქმედებების სფეროების იდენტიფიცირება, გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით:

მეღვინეობა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგები;

ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი;

განათლება, კულტურა, სპორტი;

ტრეინინგები და სემინარები სოციალურ საკითხებზე.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia