GEO ENG

სიახლეები

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

27 დეკემბერი, 2018

26 დეკემბერს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის მოადგილე - გივი მეტრეველი, ადმინისტრაციის თანამშრომლები, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.
სხდომის ფარგლებში, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მიერ 2019 წელს დაგეგმილი საპროექტო წინადადების შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
სხდომაზე მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2019 წელი კახეთისთვის კიდევ უფრო დატვირთული იქნება, გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი და სტანდარტი, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება რეგიონის მასშტაბით, რაც პროცესების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად წარმართვით იქნება შესაძლებელი.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სხდომაზე შეაჯამეს 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები, მოიწონეს 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმები.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia