GEO ENG

სიახლეები

თელავში, 103 ოჯახს ბინები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემათ

8 იანვარი, 2019

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 დეკემბრის #2432 განკარგულებით, ქალაქ თელავში სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემათ.

აღნიშნული ინფორმაცია სამხედრო ქალაქის მაცხოვრებლებს დღეს თავად გააცნეს: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა,  თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ირაკლი სესიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ასევე,ისაუბრეს უძრავი ქონების პრივატიზებისთვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებსა და ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის - ირაკლი სესიაშვილისა და თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა სამხედროს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბინების აზომვა და რეგისტრაცია, რის შემდეგაც, უძრავი ქონება გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს მათი შემდგომი დაკანონების მიზნით.

აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, უძრავი ქონების პრივატიზებას 103 ოჯახი შეძლებს.

 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia