GEO ENG

სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ გრემში, საქველმოქმედო კავშირი ''თემი''-ს ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა

8 იანვარი, 2019

8 იანვარს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა მოადგილეებთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან - როსტომ სესიაშვილთან ერთად, სოფელ გრემში, საქველმოქმედო კავშირი „თემი“-ს ბენეფიციარები მოინახულა, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტების მარაგი ჩაუტანა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

„დღეს, სოფელ გრემში ვეწვიეთ საქველმოქმედო კავშირს „თემი“, რადგან ჩვენი სურვილი იყო, რომ აქ მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მიგველოცა შობა-ახალი წელი და გარკვეული ყურადღება გამოგვეჩინა ამ ადამიანების მიმართ. „თემში“ ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებენ, აქ არის - სადურგლო საამქრო, საქონლის ფერმა, ვენახი და ღვინის მარანი, რომელსაც უცხოელები ხშირად სტუმრობენ. ამავდროულად, თემში მუდმივად ჩამოდიან და რჩებიან უცხოელი მოხალისეები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ „თემის“ ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღესაც, აქ შევხვდით გერმანელი მოხალისეების ჯგუფს. საქველმოქმედო კავშირი „თემი“-ს სახით ჩვენ ძალიან საინტერესო გამოცდილება  გვაქვს მიღებული. მე ვფიქრობ, რომ საქველმოქმედო კავშირი „თემი“ კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო ბევრი ბენეფიციარი ეყოლება. ვულოცავ მათ კიდევ ერთხელ შობის და ახალი წლის დღესასწაულებს“- აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia