GEO ENG

სიახლეები

კახეთის რეგიონში ''სოფლის მხარდაჭერის პროგრამის'' ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

15 იანვარი, 2019

კახეთის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის საერთო კრება პირველად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ჩატარდა. 
დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა და სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სოფ. ნუკრიანის მოსახლეობასთან კონსულტაცია გამართეს. 
მათ ადგილობრივებს მიაწოდეს ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ 2019 წლიდან ამოქმედდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის მიხედვითაც სოფლის განვითარებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას, ასევე, თუ რომელი პრობლემის მოსაგვარებლად უნდა დაიხარჯოს კონკრეტული სოფლისთვის განკუთვნილი თანხა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას სოფლის მკვიდრი მოსახლეობა თავად მიიღებს.
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან მსგავსი კონსულტაცია კახეთის რეგიონის ყველა სოფელში გაიმართება და მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე. 
დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ საერთო კრებაშიც მიიღო მონაწილეობა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia