GEO ENG

სიახლეები

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

8 თებერვალი, 2019

7 თებერვალს, „სოფლის მხადაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მაჩხაანის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების: ხირსას, ხორნაბუჯისა და ყარაღაჯის მოსახლეობას შეხვდნენ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად, თითოეულ სოფელში განსახორციელებელი საპროექტო წინადადებები განიხილეს. საერთო კრებებზე, ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა - სოფ. ხირსაში, წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სოფ. ხორნაბუჯში, სასაფლაოს მოწესრიგების, ხოლო სოფ.ყარაღაჯში - ქუჩების გარე განათების მოწყობის საპროექტო წინადადებები. 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ სოფელს დაუბრუნდა, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, თებერვლის ბოლომდე, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან, 232 საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 196 საკონსულტაციო შეხვედრა უკვე ჩატარდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia