GEO ENG

სიახლეები

პირველი საინვესტიციო ფორუმი კახეთის რეგიონში ჩატარდა

11 ივნისი, 2019

30 მაისს, კახეთის რეგიონში, წინანდლის მამულში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რეგიონში პირველი „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019“ გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში, პანელზე - „კახეთის რეგიონის ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“ აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციით წარდგა - კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი - ნათია ტატიშვილი.
სოფლის მეურნეობის კუთხით აქცენტი გაკეთდა ორგანული პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებზე, კაკლოვანი კულტურების წარმოებაზე და გადამუშავებაზე, მეცხოველეობის და თევზის წარმოების განვითარებაზე; 
ტურიზმის სექტორში მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებებად წარმოდგენილი იქნა სამედიცინო ტურიზმი, ბიზნეს ტურიზმი, სამონადირეო ტურიზმი. 
ენერგეტიკისა და წიაღისეულის კუთხით აღინიშნა რეგიონში არსებული ხელშემწყობი ბუნებრივი პირობებისა და ბუნებრივი რესურსების არსებობა, აქცენტი გაკეთდა კახეთის რეგიონის პოტენციალზე მზის ენერგეტიკის განვითარების კუთხით.
პრეზენტაციაში კახეთის რეგიონში არსებული ეკონომიკის მზარდი დარგების სრული სპექტრი იყო ასახული. აქცენტები გაკეთდა პერსპექტიული საინვესტიციო მიმართულებებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა და ბუნებრივი რესურსები. 
სხვადასხვა პანელზე, სოფლის მეურნეობის, 
ტურიზმისა და ენერგეტიკის მიმართულებებით კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები იქნა წარმოდგენილი სექტორული დისკუსიისა და სესიების ფორმატში.
საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონულ ფორუმში 20-ზე მეტმა საერთაშორისო და 150-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
დამსწრე საზოგადოების წევრებს შორის რეგიონში გამართულმა პირველმა საერთაშორისო ფორუმმა და რეგიონის საინვესტიციო პოტენციალმა მაღალი ინტერესი გამოიწვია.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia