GEO ENG

სიახლეები

ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის შემაჯამებელი განხილვა

10 ივნისი, 2019

დღეს, თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTC) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის, საქართველოს, აზერბაიჯანის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2013-2019 წლებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით გაწეული სამუშაო შეაფასეს.
განხილვაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასატრუქტურის მინისტრის მოადგილესთან - მზია გიორგობიანთან ერთად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი იღებდა მონაწილეობას.
საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის 6 საგრანტო პროექტში 1.35 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო. პროექტები, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისა და რეგიონული განვითარების მიზნით, ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს. 
კახეთის რეგიონში ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, 3 პროექტი განხორციელდა თელავის, საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.
პროექტების საშუალებით გაუმჯობესდა ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები, დაინერგა სასოფლო-სამეურნეო სფეროში მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდები, ხელი შეეწყო ახალგაზრდების დასაქმებასა და ტურიზმის განვითარებას.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia