A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known

Filename: libraries/weather.php

Line Number: 212

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(http://weather.any.ge/api.php?ids=10): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known

Filename: libraries/weather.php

Line Number: 212

სიახლეები » კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
GEO ENG

სიახლეები

შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის წარმომადგენლობა სამუშაო ვიზიტით კახეთს ეწვია

27 ნოემბერი, 2019

დღეს, საქართველოში ვიზიტით მყოფი შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის, ადამიანის უსაფრთხოების დეპარტამენტის კავკასიის პროგრამის ხელმძღვანელი - ქრიტოფ შპეტი და შვეიცარიის საელჩოდან მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში - არმინ რიზერი მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, ირაკლი ქადაგიშვილს შეხვდნენ.
მხარეებმა რეგიონში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით არსებულ მდგომარეობას.
"ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და სოციალური შეღავათებით სარგებლობა მოხდა ეთნიკური ქისტებით დასახელბულ პანკისის ხეობაში. თუმცა, ვფიქრობ და ჩემი რეკომნედაციაც ყოველთვის ის არის, რომ უფრო მეტად უნდა განვითარდეს, კულტურული და საგანმანათლებლო სფერო ეთნიკურ უმცირესობებში, რათა უკეთესად მოხდეს ამ ადამიანების რეინტეგრაცია სამოქალაქო საზოგადოებაში" , - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა შვეიცარიის მხარესთან საუბრის დროს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: შვეიცარიის საელჩოს ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის პროგრამების კოორდინატორი - მედეა ტურაშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი - ნინო უტიაშვილი.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2020 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia