A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known

Filename: libraries/weather.php

Line Number: 212

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(http://weather.any.ge/api.php?ids=10): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known

Filename: libraries/weather.php

Line Number: 212

სიახლეები » კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
GEO ENG

სიახლეები

ირაკლი შიოშვილი პოლონეთში ევროპა-უკრაინის რიგით მეცამეტე საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

7 თებერვალი, 2020

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი 4-5 თებერვალს, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი შიოშვილი ევროპა-უკრაინის რიგით მეცამეტე ფორუმს დაესწრო და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის დასრულების შემდეგ, ირაკლი შიოშვილი პოდკარპაცკიეს მარშალს- ვლადისლავ ორტილს შეხვდა. კახეთის რეგიონსა და პოდკრაპაცკიეს ვოივოდას შორის ურთიერთთანამშრომლობა მრავალი წელია არსებობს. ამ ხნის მანძილზე, მრავალი საინტერესო და ორივე მხარისთვის სასარგებლო პროექტი განხორციელდა. ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ მემორანდუმის განახლების თაობაზე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2020 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia