GEO ENG

სიახლეები

ირაკლი შიოშვილმა შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

30 ნოემბერი, 2020
დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფთან ერთად, მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი დისტანციური თათბირი გამართა.
რეგიონში სხვადასხვა უწყებების ჩართულობით შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება ევალება.
საკოორდინაციო ჯგუფში, შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფთან ერთად, ჩართულია შემდეგი უწყებები: შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia