GEO ENG

სიახლეები

კახეთში მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს მთავრობა აანაზღაურებს

23 სექტემბერი, 2021
ლერი ბარნაბიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კახეთში, მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა აანაზღაურებს
 
საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდა, სადაც გასულ თვეს სტიქიამ მოსახლეობის სახლები დააზიანა.
 
ლერი ბარნაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება პირადად გააცნო. საქართველოს მთავრობის 22 სექტემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ყვარლის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1 მილიონი ლარი, რომელიც 26 აგვისტოს ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გავაზში, შაქრიანში, კუჭატანში, გრემსა და შილდაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ასი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოხმარდება.
 
„მოგეხსენებათ გასულ თვეს კახეთში მომხდარმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით ერთი მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც დაზიანებული სახლების აღდგენას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ სტიქიისთვის აქამდე საქართველოს მთავრობამ ორ მილიონ ნახევარი ლარი უკვე გამოყო დღეს კი დამატებით თანხის მობილიზება მოხდა“-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia