GEO ENG

სიახლეები

კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული სკოლა შეემატა

18 ოქტომბერი, 2021


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.
ფონდმა კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში 200 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.
რეაბილიტირებული სკოლა ადილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოდგილემ ილია ბეგიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრლებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

არსებული ამორტიზირებული სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად იქნა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
აღნიშნულ სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia