GEO ENG

სიახლეები

კახეთის რეგიონში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაცია გრძელდება

27 ნოემბერი, 2021

კახეთის რეგიონში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. ამჯერად, მობილური ამცრელი ჯგუფები გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გომბორსა და უჯარმაში ჩავიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია განახორციელეს. COVID - 19- ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი. "მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კახეთში აცრის მსურველ მოქალაქეებს ადგილზე შევუქმნათ ვაქცინაციის ჩატარებისთვის საჭირო სერვისი, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პენსიონერი მოქალაქეები ვაქცინაციის პარალელურად მიიღებენ ფულად დანამატს"- აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ. "სოფლები- გომბორი და უჯარმა მაღალმთიანი დასახლებებია, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ადგილზე მობილური ჯგუფის ჩამოსვლა და აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების მხრიდან დაინტერესება ვაქცინაციის ჩატარებისთვის საკმაოდ მაღალია"- აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2022 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia