GEO ENG

სიახლეები

თელავში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

24 დეკემბერი, 2021
თელავში საახალწლო ღონისძიება გაიმართა და მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
24 დეკემბერს, თელავში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ქალაქის მთავარ მოედანზე განთვასდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
საღამოს საათებში, როგორც ადგილობრივი, ასევე, დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ბავშვებთან ერთად, ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო.
საახალწლო ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები.
თელავის მსგავსად საახალწლო ღონისძიებები კახეთის ყველა ქალაქში გაიმართება შემდეგი განრიგით:
 
24 დეკემბერი - თელავი;
26 დეკემბერი - გურჯაანი;
28 დეკემბერი - ლაგოდეხი,
30 დეკემბერი - დედოფლისწყარო,
2 იანვარი- ახმეტა,
4 იანვარი- ყვარელი;
5 იანვარი - წნორი, სიღნაღი;
7 იანვარი- საგარეჯო.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2022 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia