სიახლეები
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კახეთში
26 მაისი, 2022
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და სამინისტროების ჩართულობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნება.
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში იმართება კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. ქალაქები მორთულია სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძესთან ერთად თელავში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, თელავში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილია თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო ტექნიკა. ასევე, მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ მთელი დღის მანძილზე დაათვალიერონ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ტექნიკა, ასევე, ეწვიონ სპეციალურად მოწყობილ ფოტოზონებსა და შემეცნებითი ხასიათის სხვადასხვა პავილიონს.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა!
გილოცავთ 26 მაისს!