სიახლეები
ირაკლი შიოშვილის ინიციატივით ''კახეთის ეკონომიკური ფორუმი -2022'' გაიმართა
1 ივლისი, 2022
კახეთში, სასტუმროში „ამბასადორი კაჭრეთი“ „კახეთის ეკონომიკური ფორუმი - 2022" გაიმართა
ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობა რეგიონში მოქმედმა მსხვილმა და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა, ასევე, მეწარმეებმა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში საგამოფენო სივრცეში, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწრამეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მეუფე აბბა ალავერდელი დავითი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
პანელურ სესიაზე, ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციით წარდგნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები.
კახეთის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავდა პანდემიის დასრულების შემდეგ, დარგის სტიმულირების, გაჯანსაღებისა და განვითარების მიზნით, კახეთის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ფართო აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისა და მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზაციას, ასევე, ერთიანი საგამოფენო პლატფორმის შეთავაზებასა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.