GEO ENG

სიახლეები

კახეთში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

16 დეკემბერი, 2022
 
დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით, კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების თავმჯდომარეებთან და მერებთან საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ნათია ტატიშვილმა რეგიონულ ჭრილში დეტალური პრეზენტაცია წარადგინა 2022 წელს, კახეთში განხორციელებული პროექტების შესახებ.
დღეს გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, განიხილეს 2023 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი პროექტები და 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმა.
საბჭოს სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტებში მუნიციპალიტეტების მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia