GEO ENG

სიახლეები

კახეთის რეგიონში იდეათეკები გაიხსნა

24 იანვარი, 2023
საქართველოს ბანკმა ქართული წიგნის ინსტიტუტი
• Georgian Book Institute -თან ერთად, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში 2 ახალი იდეათეკა გახსნა.
იდეათეკების გახსნას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი პარლამენტის წევრ, დავით სონღულაშვილთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ, ავთანდილ გულიკაშვილთან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ, მალხაზ ბეგიაშვილთან ერთად დაესწრო.
 იდეათეკა - სივრცე განათლებისთვის, ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილებში იხსნება, მათ შორის, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში.
სოფლებში - ერისიმედი და ლამბალო სასწავლო სემესტრი ბავშვებისთვის ახალი მიზნებით, ინტერესებითა და შესაძლებლობებით იწყება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia