GEO ENG

სიახლეები

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გურჯაანის სტიქიის ლიკვიდაციის ღონისძიებებში ჩართულობისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორს მადლობას უხდის

19 ივნისი, 2023
15 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მომხდარ სტიქიასთან საბრძოლველად და შედეგებთან გასამკლავებლად გაერთიანდა ყველა შესაბამის უწყება, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორი.
რეგიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და სხვადასხვა უწყებასთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩაერთო.
 
მსურს, ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო ასეთი სამაგალითო ერთიანობის მიმართ და გულწრფელი მადლობა გადავუხადო ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, სტიქიის დაწყების წუთიდან ჩვენს გვერდით, რომ იდგნენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თითოეულ მეხანძრე-მაშველს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თითოეულ თანამშრომელს, მყისიერი რეაგირებისა და კოორდინირებული მოქმედებისათვის, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, სტიქიის ეპიცენტრიდან მუდმივ რეჟიმში მუშაობისათვის, კერძო სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებსა და მათ თითოეულ თანამშრომელს, კახეთის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებს, დასაქმების პროგრამაში ჩართულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საკუთარი სურვილით, მოხალისეობრივად, რომ ჩაერთნენ საერთო საქმეში.
 
ბოლო თვეების მანძილზე, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს შეეხო ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. გურჯაანის სტიქია გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდა და მხოლოდ ადგილობრივი რესურსით შეუძლებელი იყო პრევენცია.
 
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს ვინც, სრულად გაიაზრა, სტიქიისგან შექმნილი რთული მდგომარეობა და თავისი ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა სტიქიის ლიკვიდაციის საერთო საქმეში.
 
გიორგი ალადაშვილი
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia