GEO ENG

სიახლეები

15 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან

8 აგვისტო, 2023
კახეთში 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა, თელავში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში, მისი ახლობლები, ადგილობრივები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი, ეროვნული გვარდიის მეოცე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა ტატუნაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სასულიერო პირმა სამშობლოსათვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
"2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავზე ვიხსენებთ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს და მათ უკვდავ ხსოვნას პატივს მივაგებთ.
ვიხსენებთ გიორგი ანწუხელიძეს, როგორც დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოს.
სამშობლოსათვის თავგანწირვა გმირთა ხვედრია, მათი გმირული თავგანწირვა ნამდვილად სამაგალითოა. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე", - აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia