სიახლეები
თელავში, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის დღე აღინიშნა
22 სექტემბერი, 2023
თელავში, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ეროვნული გვარდიის უფროსი ბრიგადის გენერალი, რომან ჯოხაძე და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა ტატუნაშვილი დაესწრნენ.
მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის დაარსების დღე მეთოთხმეტედ აღინიშნა, ბრიგადის დღეს საფუძველი ჩაეყარა 2009 წლის 21 სექტემბერს.
მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავაშირებით, გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის მადლობა გამოეცხადა 14 სამხედრო მოსამსახურეს.