GEO ENG

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური

სამსახურის უფროსი 
ბენედიქტე (ბენო) გეგეჭკორი
ტელ: 0350 27-60-00
ელ-ფოსტა: benogegechkori@gmail.com       

სამსახურის ფუნქციები:
• მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის სახელწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო რწმუნებულისათვის – გუბერნატორისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიებთან კოორდინირებული მოქმედება;
• თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა და სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა;
• საქართველოს მთავრობის დავალების ან შესაბამისი სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ცალკეულ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან კონსულტაციების ორგანიზება;
• საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
• კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულისათვის – გუბერნატორისათვის სათანადო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება;
• „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი და დელეგირებული უფლებამოსილებების მათ მიერ სახელმ-წიფო ინტერესების შესაბამისად განხორციელების სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
• „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად განხორციელებულ სახელმწიფო ზედამხედველობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად ანგარიშის მომზადება;
• საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ წინადადებების მომზადება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia