კახეთის რეგიონი

 

 




|

ახალი ამბები

2010-09-03

გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, პანკისის ხეობაში ალაზნის არხის, მთის ხევების კალაპოტების გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო.

2010-08-30

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ აკვა-პარკი თელავში გაიხსნა.

2010-08-27

ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე, 199697 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის, ახმეტელმა მოჭიდავეებმა 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

2010-08-19

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსტიტუციის ახალი პროექტი საჯაროდ განიხილეს. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გააცნო.

2010-08-19

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ბავშვთა საზაფხულო ბანაკის მასპინძლობს.

2010-08-12

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში სტიქიის შედეგად დაზიანებული სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.

2010-08-12

დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის ტერიტორიაზე, წმინდა ივანე მხედრის სახელობის ტაძარი აკურთხეს.

2010-08-12

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მახარაძეში სასმელი წყლის სათავე ნაგებობებისა და სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

2010-08-12

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

2010-08-09

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში გიორგი ენუქიძე 14 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატებში სასწავლებლად გაემგზავრება. ენუქიძე ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სამაგისტრო პროგრამას გაივლის.

2010-08-09

მეორე დღეა კახეთში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.

2010-08-05

კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიშვილმა მთა-თუშეთს მოსახლეობას უაზის ტიპის ავტომანქანა გადასცა. ტრანსპორტი სოფლების მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.

2010-08-03

დედოფლისწყაროში ელიაობა აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ელია ეზბეთელის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დეკანოზმა, მამა ნიკოლოზმა აღავლინა.

2010-08-03

თუშეთში, სოფელ ომალოში ტრადიციული სახალხო ზეიმი \\\"მწყემსის დღე\\\" გაიმართა.

2010-07-28

\"ვისოლის\" გაზის სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობასა და მედია-საშუალებებს თელავის მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაობი გააცნეს...

2010-07-27

2010 წლის 24 ივლისს ავთანდილ გურგენიძის სახელობის ქორეოგრაფიულ სტუდიასთან არსებული სიმღერეისა და ცეკვის ანსამბლი \"გურჯაანი\" საგასტროლოდ საფრანგეთსა და იტალიაში გაემგზავრა. ანსამბლი მსოფლიოს ხალხთა საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას...

2010-07-27

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ფერისცვლების სახელობის ტაძრის რერესტავრაცია მიმდინარეობს...

2010-07-26

2010 წლის 23 ივლისს ლაგოდეხში 15 ადგილიანი საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა და კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა ჩაუყარეს...

2010-07-23

2010 წლის 25 ივლისიდან თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყარაჯალასა და გულგულაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხევების კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო...

2010-07-21

დღეს კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ყანდაურა-ბადიაურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა...

2010-07-21

ყვარელში მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძვანელობდა...

2010-07-16

14 ივლისს კახეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკლ იენსენი და კასტრიორ ისლამი ეწვივნენ...

2010-07-13

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში 25 საწოლიანი ევროპული სტანდარტების საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო...

2010-07-06

2010 წლის 6 ივლისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაეროს და ეუთოს მისიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ...

2010-07-02

2010 წლის 1 ივლისს კახეთში ორი ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმოების გახსნას კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, ათასწლეულის ფონდის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ...

2010-07-02

საავატომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა და კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა ყვარელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაობი დაათვალიერეს...

2010-07-01

ჰონდურასის რესპუბლიკის დელეგაციამ სოციალური ინვესტიციების მინისტრის ნასრი ალფურას ხელმძღვანელობით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კონსტანტინე მგელაძემ და კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს...

2010-06-30

2010 წლის 20-25 ივნისს პოლონეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიწვევით, საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სასწავლო ტრეინინგ-სემინარში მონაწილეობა მიიღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შაქრო ტერტერაშვილმა და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დირექტორმა ვალერი გრემელაშვილმა...

2010-06-25

24 ივნისს კახეთი ღვინის კონგრესს მასპინძლობდა. კონგრესის მონაწილე ქართველი და უცხოელი სტუმრები ათამდე ღვინის ქარხანას ესტუმრნენ რეგიონში...

2010-06-21

დღეს უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და კახეთის გუბერნატორის მოადგილე პეტრე კიკნაძე გამრიცხველიანების პროცესის დასრულებას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში თავად დაესწრნენ...

2010-06-21

2010 წლის 20 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ლტოლვილთა მსოფლიო საერთაშორისო დღე აღნიშნეს...

2010-06-18

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე გურჯაანს სტუმრობდა...

2010-06-18

საფრანგეთში იონის დეპარტამენტის 6 კაციანმა მუნიკალურმა ჯგუფმა კახეთში ფრანგული სიმღერების ფესტივალი 17 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო...

2010-06-10

კახეთის რეგიონში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორი ახალი საწარმო გაიხსნა...

2010-05-25

პირველად კახეთში, თელავის ბავშვთა პოლიკლინიკას რეაბილიტაციის ახალი სერვისი ექნება, რომელიც როგორც ჯანმრთელი, ისე უნარშეზღუდული ბავშვების მომსახურებას გულისხმობს...

2010-05-24

საქართველოს პრეზიდენტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში ჩავიდა. ქვეყნის პირველმა პირმა ზეთისხილის ბაღში რამდენიმე ნერგი დარგო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა...

2010-05-23

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრს და დიასპორის საკითხებში საქრთველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებისთვის ორგანიზებული ბიზნეს-ტური \"დაბრუნება საქართველოში\" სიღნაღში ვიზიტით დასრულდა...

2010-05-21

2010 წლის 20 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში შედგა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით დაფინანსებული ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მაცივრის პრეზენტაცია,რომლის მოცულობა გათვლილია 15-20 ტონის ფარგლებში...

2010-05-18

ლატვიელი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ამ მიზნით წამყვანი ლატვიური გამოცემების, ტელევიზიებისა და რადიოს რვა ჟურნალისტი კახეთს ესტუმრა...

2010-05-04

2010 წლის 4 მაისს ლაგოდეხს საპასუხო ვიზიტით ქ.ოსტროლენსკის მერი იანოშ ოტოვსკი, მერის მოადგილე, რადის თავმჯდომარე და მდივანი ესტუმრნენ...

2010-04-30

\"სასმელი წყლის ქსელების, ხიდების, გზებისა და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კახეთის რეგიონი 130 მილიონ ლარს მიიღებს\" _ ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა კახეთში გასვლით სხდომაზე გააკეთა...

2010-04-30

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, 2010 წლის 30 მაისს შუალედურ არჩევნებში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, გიორგი ჩივიაშვილი წარადგინა...

2010-03-22

2010 წლის 19 მარტს სოფ. შალაურში 2009 წლის მაისის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა...

2010-03-17

ამა წლის 16 მარტს თელავის საკრებულოს შენობაში კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობასა და კახეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის...

2010-02-09

2010 წლის 8 თებერვალს, საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველყოფთა ასოციაციამ გამართა საინფორმაციო შეხვედრა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ: გუბერნატორი, მისი მოადგილეები და კახეთის მუნიციპალიტეტის გამგებლები...

2010-02-05

4 თებერვალს საგარეჯოს მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - გოგა ხაჩიძე ესტუმრა...

2010-02-05

2010 წლის 8 თებერვალს ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის: პროექტის \"ენერგიის წყაროს აღდგენა საქართველოს შორეულ ადგილებში - ფოტოგალვანური დაფები თუშეთში\" განსახორციელებლად..

2010-02-04

ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაზსადენი მაგისტრალის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს \"სოკარ-ჯორჯია გაზის\" წარმომადგენლობა ლაგოდეხსა და გურჯაანში...

2010-02-02

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით (1 600 000 ლარი) შესაძლებელი გახდა ქ. საგარეჯოს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება...

2010-02-01

მუნიციპალური ტრანსპორტი (ე. წ.ყვითელი ავტობუსი), რომელიც მოძრაობს ქ. თელავის ტერიტორიაზე, 1 თებერვლიდან გახდა უფასო...

2010-01-27

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს თელავის ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ 2009 წელს ზედამხედველობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის ოფიციალური ანგარიში...

2010-01-26

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლები შეხვედრებს მართავენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან \"სოფლის განვითარების პროგრამით\" გათვალისწინებული სამუშაოების დაგეგმარების მიზნით...

2010-01-18

2010 წლის 18 იანვარს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენოტოს (USAID) და ამერიკული ორგანიზაცია CNFA-სთან, რომელიც \"ჯონ ოგონოსვსკის სახელობის ფერმერი-ფერმერს პროგრმის\" მეშვეობით ახორციელებს USAID მიერ დაფინანსებულ \"მექანიზაციის პროექტს\"...

2010-01-04

არასამთავრობო ორგანიზაცია \"თემი და გარემოს\" პროექტის _ \"კახეთის რეგიონის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში წყალდიდობების პრევენციის\" _ ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს ნაპირსამაგრი სამუშაოებს და ორი დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციას სოფელ შალაურში. პროექტი დაფინანსებულია ლიხტენშტეინის მთავრობის მიერ.

2009-12-22

საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა ყვარლის რაიონის სოფელ გრემში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის სათემო სახლი გახსნა. ახალი შენობის პირველ სართულზე სასწავლო, ხოლო მეორე სართულზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საძინებელი ოთახები განთავსდება. სახლის მშენებლობა მთლიანად აშშ-მ დააფინანსა და პროექტი 309 223 ლარი დაჯდა.

2009-12-18

სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც სოფ. გურჯაანს ათწლეულების განმავლობაში აწუხებდა, სულ მალე მოგვარდება.

2009-12-15

2009 წლის 14 დეკემბერს, ყვარელში, \"ქინძმარაულის\" ტერიტორიაზე გაიხსნა ზეთსახდელი საამქრო, რომელიც აშენდა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. საამქროს გახსნას დაესწრო იაპონიიის ელჩი საქართველოში.

2009-12-04

ნაფარეული. 4 დეკემბერი 2009 - კახეთის განვითარების პრიორიტეტებად 2009-2014 წლებში მეღვინეობა, ვაჭრობა და ტურიზმი დასახელდა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის ასისტენტმა, სოფი ქემხაძემ რეგიონის განვითარების სტრატეგია დღეს წარადგინეს.

2009-12-01

2009 წლის 25-27 ნოემბრს ქ. ვილნიუსში გაიმართა ლიტვა-საქართველოს ბიზნესფორუმი, სადაც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დირექტორი ვალერი გრემელაშვილი. ქართულ დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ლიტველ ბიზნესმენებთან და ტურისტულ ფირმებთან, რომლებთანაც მიღწეულ იქნა შეთანხმება შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

2009-11-25

7 ნოემბერს, 2009 თელავში \"ერეკლეობა\" იზეიმეს. ხალხი თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე დილიდან შეიკრიბა და ერეკლე II-ის სულის მოსახსენიებელი პარაკლისს დაეწრო. ამ დღეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით, მცხეთაში ერეკლე მეფის საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატარა კახის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მის საფლავთანაც აღევლინა.

2009-11-19

ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა ჯონ ბასმა რეგიონებში გასვლა კახეთიდან, კერძოდ კი კაჭრეთიდან დაიწყო. 13 ნოებბერს, 2009 იგი კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელს ეწვია და სტუდენტებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. ჯონ ბასმა სასწავლო კორპუსი, პროფესიული სასწავლებლის ტერიტორიაზე გაშენებული ვენახი და აგროტურიზმის ცენტრი დაათვალიერა.

2009-11-03

2009 წლის 31 ოქტომბერს უამინდობის მიუხედავად სოფელ მირზაანში, დიდი ნიკალას ეზო-კარმიდამოში, ტრადიციული სახალხო დღესწასწაული ფიროსმანობა ჩატარდა . სახლ-მუზეუმის ეზოს შემოსასვლელში მოეწყო ეთნოგრაფიულ კუთხე დედას პურებით, წალამზე შემწვარი მწვადით და ახლადამოვლებული ჩურჩხელებით.

2009-11-02

2009 წლის 1 ნოემბერს გურჯაანში ფესტივალ \"ოქროს შემოდგომის\" დასკვნითი კონცერტი გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართა და მოხდა ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

2009-11-02

\"ჭიდაობის ფესტივალი\"-ასე უწოდეს 27 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში გამართულ გუნდურ შეჯიბრს ქართულ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური კომიტეტის ოც წლისთავთან დაკავშირებით ოლიმპიური კომიტეტის თასის გათამაშება გაიმართა.

2009-10-30

თბილისში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე \"ოქროს დედოფალი, იჯი-2009\", რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საგარეჯოელმა მოჭადრაკემ, ნანი უნაფქოშვილმა, წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა.

2009-10-22

2009 წლის 21 ოქტომბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განახლდა ქარსაცავების გაშენების პროცესი, რომელიც GTZ-ის ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

2009-10-21

ურთიერთობები კახეთის რეგიონსა და ოდესის ოლქს შორის თანდათან ღრმავდება. კახეთის მხარის დელეგაცია, რომელსაც კახეთის რეგიონალური განვითარებიის სააგენტოს დირექტორი ვალერი გრემელაშვილი ხელმძღვანელობდა ოდესის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის მიწვევით 2009 წლის 14-17 ოქტომბერს ქ. ოდესაში იმყოფებოდა.

2009-10-20

2009 წლის 19 ოქტომბერს გურჯაანში, სამედიცინო ცენტრში \"კახეთი-იონი\" ძუძუს კიბოს სკრინინგის რეგიონალური პროგრამის ოფიციალური გახსნა მოეწყო. პროგრამაში, რომელიც ძუძუს უფასო გამოკვლევებს ითვალისწინებს, მონაწილეობის მიღება 40-70 წლის ქალბატონებს შეუძლიათ (მის: გურჯაანი, რუსთაველის ქ. 22, სამედიცინო ცენტრი \"კახეთი-იონი\" )...

2009-10-19

2009 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის რეგიონს სტუმრობდა. პრეზიდენტმა ვენახებში ყურძენი გლეხებთან ერთად მოკრიფა...

2009-10-15

2009 წლის 23 სექტემბერს სტიქიამ თელავის რაიონის სოფლებში ათობით ხიდი სერიოზულად დააზარალა, მათი აღდგენითი სამუშაობი კი 15 ნომბრიდან დაიწყო...

2009-10-15

მიმდინარეობს თელავის რაიონის სოფელ აკურის დავით გარეჯის სახელობის დედათა მონასტერის რესტავრაცია.

2009-10-15

2009 წლის 13 ოქტომბერს საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

2009-10-15

2009 წლის ნოემბრიდან გურჯაანი-ლაგოდეხი-აფენის გზის 30 კოლომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

2009-10-12

2009 წლის 6 ოქტომბერს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ რთველში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ და განათლების სამინისტროს თანამშრომლებმაც მიიღეს. სტუმრები ყურძნის კრეფის პროცესში ხალისიანად ჩაებნენ და მის დაწურვაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

2009-10-07

2009 წლის 10 ოქტომბერს, დღის 13 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი გაიმართება.

2009-10-07

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, დღის 12 საათზე, ქ. ახმეტაში ჩატარდება ბახტრიონის აჯანყების 350 წლისთავისა და სახალხო გმირის ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული \"ბიძინაობა 2009\".

2009-10-01

2009 წლის 21-26 სექტემბერს თელავში მეორედ ჩატარდა ქალთა საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში სახელწოდებით \"Telavi Open\". ტურნირში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 200 სპორტსმენთა რეიტინგში შესულმა ჩოგბურთელმა 30 ქვეყნიდან.

2009-09-23

2009 წლის 21-22 სექტემბერს გადაუღებელმა წვიმამ ყვარლის მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიწვია მდინარეების ადიდება, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა როგორც მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებს.

2009-09-18

2009 წლის სექტემბერში თელავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა.

2009-09-03

კახეთის მხარის დელეგაცია 2009 წლის 28-31 აგვისტოს პოლონეთის რესპუბლიკის, კარპატისპირეთის რეგიონის ქალაქ იასლოს ესტუმრა ქალაქის მერის, ქალბატონ მარია კუროვსკას მიწვევით. კახეთის მხარის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ვალერი გრემელაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი, შპს \"აისის\" დირექტორი გურამ ბერიკაშვილი და შპს \"ქინძმარაულის მარანის\" დისტრიბუტორი მიხაილ მიხაილოვი...

2009-08-14

კახეთის მხარის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დირექტორი ვალერი გრემელაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ავთანდილ ლეკაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი, ოდესის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის მიწვევით 2009 წლის 4-9 აგვისტოს იმყოფებოდა ქ. ოდესაში...

2009-07-07

2009 წლის 6 ივლისს გურჯაანის რაიონში, სოფ. კაჭრეთში გაიხსნა ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მოემსახურება კახეთის ფერმერებს საკუთარი პროდუქციის გადამუშავებაში, დაფასოებასა და შემდგომ რეალიზაციაში.

2009-06-22

2009 წლის 18 ივნისს, ქალაქ თელავში, სამხარეო ადმინისტრაციისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საკორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა რეგიონული სააგენტოს დირექტორი ვალერი გრემელაშვილი...

2009-06-04

2009 წლის 30 მაისს, ქალაქ სიღნაღში, ფრანგულ კაფე-რესტორან \"სიღნაღის\" საკონფერენციო დარბაზში საფრანგეთის იონის დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა...

2009-06-02

2009 წლის 22-24 მაისს პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში პოლონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა \"ეკოგალა-2009\" გაიმართა. ამ გამოფენას კარპატისპირეთის რეგიონის მარშლის მიწვევით კახეთის მხარის წარმომადგენლობა დაესწრო...

2009-05-11

8-10 მაისს, 2009 ბათუმში, ტურისტული სააგენტო \"კალიფსო ტრეველის\" ორგანიზებით, მოეწყო ბიზნეს გამოფენა \"ბათუმი ექსპო 2009\". მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად საქართველომაც მიიღო.

2009-04-18

2009 წლის 16 აპრილს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერანტორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ვერმლანდის მხარის საფლეს წარმომადგენლებს შეხვდა. ბატონმა გიორგიმ მოკლედ გააცნო სტუმრებს კახეთის ეკონომიკურ-აგრალური მდგომარეობა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ინვესტირებისთვის კახეთი საქართველოს ყველაზე სტაბილური და მდგრადი მხარეა.

2009-04-17

2009 წლის 15 აპრილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვლი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი , მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

2009-03-25

2009 წლის 24 მარტს ქალაქ საგარეჯოში ახლადგარემონტებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი იუსტიციის სახლი გაიხსნა.

2009-03-16

RCI GEORGIA-ს ინვესტიციებით კახეთის რეგიონის ორ ქალაქში, სიღნაღსა და ყვარელში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს. აგვისტოს ცნობილი მოვლენების შედეგად სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად შეფერხდა, თუმცა კომპანია გაზაფხულიდან ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას და უახლოეს მომავალში სასტუმროების და ახალგაზრდული ცენტრის პრეზენტაციას გეგმავს.

2009-02-11

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის #52 განკარგულების საფუძველზე, საგაზაფხულო სამუშაოების ეფექტიანად შესრულების მიზნით, კახეთის მხარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები თითოეული ოჯახი მიიღებს 50 კგ მინერალურ სასუქს (გვარჯილას).

2009-02-06

6 თებერვალს კახეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი გიორგი ღვინიშავილი თელაველ მოსწავლეთა იმ ჯგუფს შეხვდა, რომელთაც მხარის ხელმძღვანელს \"ჩვენი გაზეთის\" საშუალებით ღია წერილები მისწერეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი და თელავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი თინათინ ჯავახიშვილი.

2009-02-05

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ 2008 წელს ზედამხედველობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში:

2009-02-05

2009 წლის 5 თებერვალს კახეთის მხარეში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი გიორგი ღვინიშავილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: კისისხევის, კურდღელაურის, ნაფარეულის და ართანის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სოფლებისთვის საჭირბოროტო საკითხებს და სოფლის პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაობს.

2009-01-29

2009 წლის 29 იანვარს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა გიორგი აბდუშელიშვილმა ფონდის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა ქ. თელავში. შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებული _ გუბერნატორი, ბატონი გიორგი ღვინიაშვილი, რეგიონის გამგებლები, ფერმერები და ბიზნესის წარმომადგენლები.

2009-01-28

2009 წლის 28 იანვარს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული _ გუბერნატორი ბატონი გიორგი ღვინიაშვილი შეხვდა ქ. საგარეჯოსა და საგარეჯოს მუნიციპლიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობას.

2008-12-05

კახეთი ევროპის რეგიონთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. 2008 წლის ნოემბერში ფინეთის ქალაქ ტამპერეში გაიმართა ევროპის რეგიონთა ასოციაციის (ერა) გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელზეც მოხდა კახეთის ევროპის რეგიონთა ასოციაციაში გაწევრიანება და კახეთისთვის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭება. ახალი სტატუსი კახეთის რეგიონს საშუალებას აძლევს გააღრმავოს არსებული კავშირები ევროპულ ინსტიტუტებთან და რეგიონებთან, მოიძიოს დონორები და ინვესტორები, დაამყაროს ახალი ურთიერთობები ასოციაციის წევრ რეგიონებთან და ა.შ.

 

 

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით