მუნიციპალიტეტები
კახეთის რეგიონი 8 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისაგან შედგება და მათ მუნიციპალიტეტები ეწოდება.
ესენია:
თელავის მუნიციპალიტეტი (ფართობი 1094 კმ2, მოსახლეობა 68000) - რუკა
ახმეტის მუნიციპალიტეტი (ფართობი 2248 კმ2, მოსახლეობა 44100) - რუკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტი (ფართობი 849 კმ2, მოსახლეობა 73200) - რუკა
ყვარლის მუნიციპალიტეტი (ფართობი 1000 კმ2, მოსახლეობა 40663) - რუკა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი (ფართობი 2531 კმ2, მოსახლეობა 30240) - რუკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (ფართობი 890 კმ2, მოსახლეობა 50300) - რუკა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი (ფართობი 1515 კმ2, მოსახლეობა 60396) - რუკა
სიღნაღის მუნიციპალიტეტი (ფართობი 1251 კმ2, მოსახლეობა 42652) - რუკა
კახეთის მხარეში აღმასრულებელ ხელისფლებას ანხორციელებს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი.
მისი ფუნქციები:
-
უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია
-
რესურსების მობილიზება
-
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება
-
ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა
-
ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.
მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა) ორგანოების მიერ.
|