GEO ENG

სიახლეები

შეხვედრა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

28 დეკემბერი, 2016

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და კახეთის მხარეში სახელწმიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მონაწილეობით საჯარო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის დიალოგის წახალისებას, რეგონისათვის მნიშვნელოვანი პრობლემებისა და საკითხების განხილვა ღია და კონსტრუქციულ რეჟიმში. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითები როგორიცაა: თვითმმართველობის მოწყობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ადგილობრივ დონეზე, სამოქალაქო საზოგადოების როლი რეგიონის განვითარების საკითხებში,თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული გენდერული საბჭოების ფუნქცია და მოვალეობები..
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, მოქალაქეთა შეკითხვებს კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მალხაზ ჭრელაშვილმა უპასუხა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia