სიახლეები
გუბერნატორმა ქვევრის სკოლა-სახელოსნო მოინახულა
3 თებერვალი, 2017
კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად ალავერდის მიტროპოლიტი დავითის მიწვევით, იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახელოსნო” და იყალთოს აკადემია მოინახულა. მეტროპოლიტის ინიციატივით დაარსებული „ქვევრის სკოლა-სახელოსნო“ მიზნად ისახავს ქვევრის დამზადების ტრადიციული, უძველესი მეთოდების აღდგენა-შენარჩუნებას, ასევე სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული და ტურისტულ-საგანმანათლებლო პოტენციალის განვითარებას