GEO ENG

სიახლეები

შეხვედრა მოჭადრაკეებთან

22 თებერვალი, 2017

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ცნობილ ქართველ მოჭადრაკეებს, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონებს, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების თელაველ წევრებს თამარ ხმიადაშვილს, ბელა ხოტენაშვილს და ქეთი წაწალაშვილს შეხვდა.
შეხვედრა, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო თელავის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი, ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და კახეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ჯიმი ჯავახია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოჭადრაკეებმა მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს და გუბერნატორს სამომავლო გეგმები გააცნეს.
ხელისუფლების წარმონადგენლებმა მსოფლიო ჩემპიონებს საჩუქრები გადასცეს და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia