GEO ENG

სიახლეები

თუშეთის მოსახლეობას პროდუქტი ჩაუტანეს

22 თებერვალი, 2017

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ახმეტის გამგებელმა და ახმეტა-თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა თუშეთის მოსახლეობას ზეთი, ბრინჯი და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტი სოფელ ომალოში ვერტმფრენით ჩაუტანეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესდნენ.
თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იკეტება და მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში გარესამყაროს მოწყვეტილია, ისინი ბართან კავშირს მხოლოდ ვერტმფრენით ახერხებენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia