სიახლეები
ყვარელში რეაბილიტირებული ქუჩები საზეიმოდ გახსნეს
ქალაქ ყვარელში რეაბილიტირებული ილია ჭავჭავაძის და რაჭის ქუჩების 1200 მეტრიანი გზის მონაკვეთი საზეიმოდ გაიხსნა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 755 000 ლარი დაიხარჯა.
პროქტის ფარგლებში
► ილია ჭავჭავაძის ქუჩის ცენტრალური ნაწილის მონაკვეთზე ამორტიზებული სანიაღვრე არხების ნაცვლად, მოეწყო დახურული ტიპის სანიაღვრე არხები.
► დაიგო ორფენოვანი ასფალტი.
► სანიაღვრე არხების ადგილზე მოეწყო ტროტუარები და გაზონები, დაიხაზა და შეიღება ღერძულა ხაზი და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები.
გახსნის ცერემონიაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, მოადგილესთან გივი მეტრეველთან, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური უფროსთან, მალხაზ ჭრელაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ქადაგიშვილმა რეაბილიტირებული მონაკვეთი დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას განახლებული ქუჩების გახსნა მიულოცა და მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა.
2014 წლიდან დღემდე ყვარლის მუნიციპალიტეტში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20,25 კმ გზის მონაკვეთს, მოიხრეშა და მოსწორდა 45 კმ, საერთო ჯამში 65.25 კილომეტრი გზის მონაკვეთი.