სიახლეები
კახეთის რეგიონს 44 ერთეული სამელიორაციო ტექნიკა გადაეცა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან და შპს „საქართველოს მელიორაციის" გენერალურ დირექტორთან, ლევან დვალთან ერთად, „საქართველოს მელიორაციის“ კახეთის რეგიონულ სამმართველოს ჩინური გრანტის ფარგლებში მიღებული სპეციალური ტექნიკის 44 ერთეული გადასცა. კახეთის გუბერნატორის განცხადებით აღნიშნული სპეციალური ტექნიკა საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტიანად და ოპერატიულად განხორციელებას შეუწყობს ხელს. -„მრავალი წელია ჩვენს სარწყავ-სამელიორაციო სისტემას რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ფერმერებს. ჩვენ დავიწყეთ სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები. აღნიშნული სპეცტექნიკა კი საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვაწარმოოთ სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საფუძვლიანად მოწესრიგებას და განვითარებას.“
საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ გრანტის სახით სულ 10 764 000 აშშ დოლარის ღირებულების 245 ერთეული თანამედროვე სპეცტექნიკა და ელექტრო-მექანიკური დანადგარი გადასცა