სიახლეები
დედოფლისწყარო -გუბერნატორმა გასვლითი სამუშაო შეხვედრები დაიწყო
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა--გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მუნიციპალიტეტებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები დაიწყო. დღეს, პირველი სამუშაო შეხვედრა დედოფლისწყაროში გაიმართა.
მხარის პირველი პირი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბენო გეგეჭკორთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურს უფროს მალხაზ ჭრელაშვილთან ერთად უშუალოდ შეხვდა დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომლებს და მათგან მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
სამუშაო შეხვედრას რომელსაც რეგიონის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ, დეტალურად განიხილეს სოფელ ზემო მაჩხაანში სასმელი წყლის პრობლემა და დასახეს გზები მისი უმოკლეს ვადაში მოგვარების შესახებ. ასევე იმსჯელეს სოფელ ზემო მაჩხაანში სკოლის მშენებლობის საკითხზე, რომელიც რამოდენიმე წლის წინ დაიწვა. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა მიმდინარეობს მოლაპარაკებები განათლების სამინისტროსთან, რომ სოფელს ახალი სკოლის შენობა ქონდეს. გუბერნატორი ადგილზე გაეცნო ალოობის მიმდინარეობის პროცეს და უშულაოდ შპს „ მექანიზატორის“ ხელმძღვანელებისგან მიიღო ინფორმაცია მუნიციპალიტეტში ტექნიკის მდგომარეობის შესახებ.
დღესვე ირაკლი ქადაგიშვილმა დედოფლისწყაროში მოქალაქეთა მიღებაც გამართა. გუბერნატორს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით 10-მდე მოქალაქე შეხვდა.
„მოქალაქეთა ტრადიციული მიღება გუბერნატორის ამინისტრაციის გარდა უკვე მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება. ეს არის შესაძლებლობა იმ ადამიანებისათვის ვინც გუბერნატორის ადმინისტრაციაში ტრადიციულ მოქალაქეთა მიღებაზე სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოდის. საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში თითოეული ადამიანის პრობლემურ საკითხს პირადად ვეცნობი და შემდგომ რეაგირებაზე უკვე შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ოპერატიულად მოვახდინო ადგილობრივი მოსახლეობის ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ სხვა სახის საკითხების გადაჭრა.“-აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა
აღსანიშნავია, რომ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნული ფორმატის შეხვედრებს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.