სიახლეები
გუბერნატორი სოფელ ჩადუნიანში და გიორგეთში ჩავიდა
20 ივლისი, 2017
ახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩადუნიანში და სოფელ გიორგეთში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო საამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლაგოდეხგზა“ ახორციელებს. ამ ეტაპზე უკვე მოხდა 2000 გრძივი მეტრი, გზის მონაკვეთი მოხრეშვა და მიმდინარეობს ასფალტის საფარის მოწყობა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა საერთო ღირებულება 378 823 ლარია. რეაბილიტირებული ორივე გზით საშუალოდ 2000- ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს.